ახლოს მდებარე ღირშესანიშნაობები

ახლოს მდებარე ღირშესანიშნაობები

კულტურული ძეგლები

ალავერდი

ალავერდი/Alaverdi/Алаверди

ლავერდის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ახმეტის რაიონში. მის დამაარსებლად მოიაზრება ცამეტი ასურელთაგან ერთ-ერთი იესე ალავერდელი. ალავერდელი არის ფსევდონიმი, რომელიც მან მიიღო.იგი დაკრძალულია ამავე ტაძარში. 
XI საუკუნეში დაიწყო ტაძრის როგორც კათედრალის აღმშენებლობა, რომელიც კახეთის მეფე კვირიკესთანაა დაკავშირებული. ის რომ საქართველოში შუაგულ კახეთში XI საუკუნეში კათედრალი არსებობდა მიუთითებს იმ პროგრესს, რომელსაც მისდევდა მსოფლიოს ქრისტიანული ეკლესია.
1742 წელს კახეთში მოხდა ძლიერი მიწისძვრა, რამაც დააზიანა ტაძარი, თითქმის მთლიანად ჩამოიშალა გუმბათი. დედოფალი თამარის ინიციატივით დაიწყო ტაძრის რესტავრირება რასაც საბოლოო სახე მისმა შვილმა ერეკლე II-მ მისცა.
ალავერდის მონასტერი გამოირჩევა იმითაც, რომ ის ყველაზე მაღალი ტაძარი იყო მთელს საქართველოში XXI საუკუნემდე. მისი სიმაღლეა 50-51 მეტრია.
ტაძარი გამორჩეულია იმითაც რომ ყოველწლიურად 14 სექტემბერს იმართება დღესასწაული -ალავერდობა, რომელსაც უამრავ ადამიანს სტუმრობს.

 

ახალი შუამთა

ახალი შუამთა/akhali_shuamta/Ахали_Шуамта

 ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი თელავის სიახლოვეს მდებარეობს. ცივგომბორის მთაზე. სახელწოდება მონასტერმა ადგილმდებარეობიდან მიიღო, რადგან სამივე მხრიდან მთები აკრავს.
მონასტერი დაფუძნდა XVI საუკუნეში კახეთის მეფის ლევანის და მისი მეუღლის თინათინის მიერ. დედოფალი თინათინი ამავე მონასტერშივეა დაკრძალული სადაც ის მოღვაწეობდა, როგორც მონაზონი.
მონასტრის დაარსების შესახებ არსებობს ლეგენდა: თითქოსდა ჯვარდაწერილ მეფე ლევანს და დედოფალ თინათინს იმ ადგილას შემოაღამდათ, სადაც დღეს შუამთის მონასტერი მდებარეობს. მეფის ამალა გურიიდან მოასვენებდა ხატს, რომელიც დედოფალს განუშორებლად თან დაჰქონდა. ღამისთევისას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი შინდის ხის ქვეშ დაუბრძანებიათ, მეორე დღეს როდესაც მეფემ გამგზავრება დააპირა ხატი ადგილიდან ვერ დაძრეს სანამ თინათინ დედოფალმა ამ ადგილას ეკლესიის აგება არ აღუთქვა.

ბატონის ციხე

ბატონის_ციხე/Batonis_Tsikhe/Батонис_Цихе

მდებარეობს თელავში .ეს იყო კახთა მეფის რეზიდენცია XVII-XVIII საუკუნეებში. პირველად 1667 წელს არჩილ მეფემ აქ სასახლე, აბანო და კარის ეკლესია ააგო. ხოლო გალავანი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაგებობები ერეკლე II-მ ააგო. სასახლე წარმოადგენს ერთ დიდ დარბაზს, რომელსაც 6 კვადრატული ფორმის ოთახი აკრავს. შეიძლება ითქვას რომ სასახლე წარმოადგენს ირანული არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს. 
ერეკლე II-მ სასახლე თავის რეზიდენციად აქცია და საზოგადოებაში დამკვიდრებულია როგორც ერეკლეს სასახლე. ციხის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს არქეოლოგიური მუზეუმი და ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო, სადაც არის გამოფენილი ქართველი და ევროპელი მხატვრების ფერწერული ტილოები.

 

ბოდბის მონასტერი

ბოდბეს_მონასტერი/Bodmes_Monastery/Монастырь_бодбе_

ბოდბის მონასტერი სიღნაღის რაიონში მდებარეობს. იგი განეკუთვნება IV საუკუნის ძეგლს. ტაძრის აღმშენებლად მეფე მირიანი მიიჩნევა, რომელიც მან მისი გაქრისტიანების შემდგომ ააგო წმ.ნინოს ლოცვა-კურთხევით. არსებობს მრავალი ლეგენდა ტაძრის აღმშენებლობასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ასეთი ისტორია არსებობს, რომლის თანახმად წმ. ნინომ მირიან მეფის მეუღლე ნანა განკურნა უკურნებელი სენისგან და ნიშნად მადლიერებისა მირიანმა ტაძარი აღაშენა.

მონასტრის ტერიტორიაზე ეკლესიიდან დაახლოებით კილომეტრის დაშორებით არის წყარო, რომელიც სასწაულმოქმედია და ბევრი სნეული ადამიანი განიკურნა მასში განბანვით.

 

 

 

ბოჭორმის ციხე

ბოჭორმის_ციხე/Bochormis_Tsikhe/Бочормис_Тсихе

ბოჭორმის ციხე მდებარეობს გომბორის უღელტეხილზე, ადმინისტრაციულად ის თიანეთის რაიონში შედის. საუკუნეთა მანძილზე ის წარმოადგენდა მნიშვნელოვან ციხე-სიმაგრეს, ეს გამოწვეული იყო იმითაც, რომ ის არის ერთ-ერთი დიდი ციხე-სიმაგრე მთელს ისტორიულ კახეთში. ზუსტი თარიღი თუ როდის არის ის აგებული უცნობია. პირველად ის წყაროებში მოხსენიებულია მეათე საუკუნეში, საუკუნეთა მანძილზე როგორც სჩანს მრავალჯერ გადაკეთებულა. მნიშვნელოვნად შეუკეთებია ის ერეკლე მეორეს 1700 წელს. ციხე შედგებოდა სხვადასხვა არქიტექტურული შენობებისგან, როგორიცაა სასახლე, ეკლესია და საყოფარცხოვრებო შენობებისგან. ისტორიული ცნობების თანახმად ციხე როგორც საფორთიპიკაციო ნაგებობა 18-საუკუნემდე ფუნქციონირებდა. ციხეს გარს აკრავს ტყე საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი.

 

 

 

გირევი

გირევი/Girevi/Гиреви

გირევის ციხე-სიმაგრე მდებარეობს ისტორიულ თუშეთში. კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ ქიმზე, სოფელი ომალოდან 50 კილომეტრის დაშორებით. თუშეთის ეს ადგილი ცნობილია ხელუხლებელი ბუნებით, მშვენიერი სოფლებით და ძველი კოშკებით. გირევიდან დასავლეთით 500 მეტრის დაშორებით მდებარეობს ხუთსართულიანი კოშკი. მეორე კოშკი მდებარეობს სამხრეთით.

 

 

 

 

 

 

 

გრემი

გრემი/Gremi/Греми

გრემის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ყვარელის რაიონში. მონასტერი აგებულია XVI საუკუნეში.მისი მოხატვა დაუსრულებიათ 1577 წელს.
გრემის ისტორიული კომპლექსი შედგებოდა სამი ნაწილისაგან. ეს იყო მთავარანგელოზთა კომპლექსი, სამეფო რეზიდენცია და სავაჭრო უბანი.
XVII საუკუნეში გრემი გამოცხადდა კახეთის დედაქალაქად. საუკუნეთა მანძილზე გრემის მონასტერში ეწეოდნენ კულტურულ და ლიტერატურულ საქმიანობას.
შიდა არეულობებმა და საბოლოოდ შაჰ-აბასის შემოსევებმა პრაქტიკულად მთელი ქალაქი გაანადგურა. მოგვიანებით გრემმა თითქმის დაიბრუნა თავისი პირვანდელი სტატუსი, მაგრამ როგორც დედაქალაქი აღარ აღმდგარა.

 

 

გურჯაანის ყველაწმინდა

გურჯაანის_ყვეალწმინდა/Gurjaanis_Yvelatsminda/Гурджаанис_Квелацминда

გურჯაანის ყველაწმინდა არის შესანიშნავი მაგალითი ქართული გარდამავალი პერიოდის არქიტექტურაში. გამორჩეული ძეგლია იმითაც რომ მას აქვს ორი გუმბათი, რაც მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ტაძარს აქვს. მდებარეობს გურჯაანის რაიონში . ტაძარს შიგნით აქვს მეორე სართული ანუ პატრონიკე.
არსებობს ასეთი ლეგენდა თითქოსდა ეკლესიის კედლებიდან რძე მოდიოდა, ეს იყო ადგილი იმ მანდილოსნებისათვის, რომლებიც ვერ კვებავდნენ თავიანთ ახალშობილებს და ამიტომ ამ ეკლესიას სტუმრობდა ძალიან ბევრი მომლოცველი. ამჟამად ტაძარი ფუნქციონირებს, როგორც მონასტერი. ტაძრის აშენების თარიღია VIII საუკუნე.

 

 

 

 

დავით გარეჯის ლავრა

დავიდ_გარეჯის_ლავრა/David_garejis_lavra/Дацид_Гареджис_Лавра

დავით გარეჯის ლავრა საგარეჯოს რაიონში მდებარეობს, ეს არის კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულების სისტემა. ამ სანახაობას უფრო მიმზიდველს ხდის მისი მდებარეობა, უდაბნოს ტერიტორია. მისი დამაარსებელი ცამეტი ასურელი მამათაგან ერთ-ერთია დავით გარეჯელი. სახელწოდებაც აქედან მიიღო. ,,გარეჯი,, ,,გარეჯა,, შრომას ნიშნავს, რაც დავითის ღვაწლზე მიუთითებს, როგორც მაშენებელსა და დამაარსებელზე. 
არსებობს ლეგენდა, რომ დავით გარეჯელი წმინდა მიწის მოსალოცად წავიდა თავის მოწაფეებთან ერთად, მაგრამ მან ვერ გაბედა წმინდა მიწაზე ფეხის დადგმა და თავის მოწაფეები გაგზავნა, თავად კი მოშორებით მთის კალთას შეაფარა თავი და შორიდან უყურებდა. წმინდა მიწიდან დავითმა იერუსალიმიდან მადლის ქვა ჩამოიტანა.

 

 

დართლო

დართლო/Dartlo/Дартло

სოფელი დართლო გამოცხადებულია არქიტექტურულ ნაკრძალად. დართლოზე შეიმჩნევა ევოლუცია თუ როგორ დაკარგა ციხე-ქალაქმა თავისი ფუნქცია და მას ჩაენაცვლა აივნიანი სახლები. არქიტექტურიდან შემორჩენილია პირამიდულსახურავიანი კოშკი, რომელსაც მიდგმული აქვს აივნიანი სახლი. დართლო გამორჩეულია ლანდშაფტების მრავალფეროვნებით.

 


დაჯავშნა

გაწევრიანდით და მიიღეთ ინფორმაცია შატო მერეს სიახლეებისა და ღონისძიებების შესახებ.

მდებარეობა/მგზავრობა

შატო მერე ქ. თელავის მახლობლად, თბილისიდან დაახლოებით ერთი საათის სავალ მანძილზეა.