მარანი და სადეგუსტაციო

მარანი და სადეგუსტაციო

შატო მერეს მარნის ქვევრებში ადგილობრივად დაწურული ღვინო ინახება. სურვილის შემთხვევაში, სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს, მეღვინის ფუნქციები თავადაც შეითავსონ და სადეგუსტაციო განყოფილებაში სასურველ ღვინოც დააგემოვნონ.

 

ადგილობრივი წარმოების ღვინოს კახური და ევროპული ტექნოლოგიით ამზადებენ. ევროპული ტექნოლოგიით დამზადებულ ღვინოს, დაყენების წინ ჭაჭისა და კლერტისგან წმენდენ. კახური ტექნოლოგია კი ღვინის ჭაჭა-კლერტთან ერთად დაყენებას გულისხმობს.


დაჯავშნა

გაწევრიანდით და მიიღეთ ინფორმაცია შატო მერეს სიახლეებისა და ღონისძიებების შესახებ.

მდებარეობა/მგზავრობა

შატო მერე ქ. თელავის მახლობლად, თბილისიდან დაახლოებით ერთი საათის სავალ მანძილზეა.