ვინივერიას ღვინოები

 

 

რქაწითელი

თეთრი მშრალი ღვინო

 

დამზადებულია კახეთში, სოფელ კონდოლში გაშენებული რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან. ევროპული ტიპის ახალგაზრდა ღვინო ღია ჩალისფერია, მკვეთრად გამოხატული ტროპიკული ხილის ტონებით და ელეგანტური, ცოცხალი გემოთი. სასურველია მიირთვათ 10-12ºC-ზე თევზეულთან ან ზღვის პროდუქტებთან ერთად.

ქისი

თეთრი მშრალი ღვინო

 

დამზადებულია სოფელ ხორხელში გაშენებული ქისის ჯიშის ყურძნისაგან. ევროპული ტიპის ახალგაზრდა ღვინო ღია ქარვისფერია. ღვინო გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული ციტრუსის და ნაზი, ტკბილი ხილის ტონებით, დაბალანსებული მჟავიანობით და რბილი გემოთი. სასურველია მიირთვათ 10-12ºC-ზე სოკოს კერძებთან, თევ-ზეულთან ან ყველთან ერთად.

მწვანე

თეთრი მშრალი ღვინო

 

დამზადებულია კახეთში სოფელ მანავში გაშენებული მწვანეს ჯიშის ყურძნისაგან. ევროპული ტიპის ღვინო არის ღია ჩალისფერი, დამახასიათებელი სასიამოვნო ციტრუსოვანი ხილის და ნაზი ყვავილების თბილი ტონებით. დაგემოვნებისას რჩება გაწონასწორებული და დაბალანსებული გემო. სასურველია მიირთვათ 10-12ºC-ზე თეთრ ხორცთან ან თევზეულთან ერთად.

 

 

ხიხვი

თეთრი მშრალი ღვინო

 

ეს ელეგანტური, ევროპული ტიპის ღვინო დამზადებულია ხიხვის ჯიშის ყურძნისაგან. გამოირჩევა ხიხვისთვის დამახასიათებელი უნიკალური არომატით. ღვინოში გამოხატულია მდიდარი ეგზოტიკური ხილის ტონები, ნაზი და დახვეწილი დაგემოვნებით. სასურველია მიირ-თვათ 10-12ºC-ზე.

საფერავი 2010

წითელი მშრალი ღვინო

 

დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისაგან, კახური ტრადიციული ტექნოლოგიით - ქვევრში. გამოირჩევა მუქი ლალისფერი შეფერილობით, რომელსაც სასიამოვნოდ ერწყმის მწიფე ალუბლის და მოცხრის ტონები. კლასიკური თანხმლები ამ ღვინისათვის ნანადირევი და შემწვარი ხორცია. ღვინო ჩამოსხმულია დამუშავების და ფილტრაციის გარეშე.

საფერავი 2008

წითელი მშრალი ღვინო

 

დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისაგან, კახური ტრადიციული ტექნოლოგიით - ქვევრში. გამოირჩევა მაღალი ექსტრაქტულობით და ჰარმონიული ბუკეტით, თან სდევს მაყვლისა და შავი ქლიავის ტონები. დაგემოვნებისას შეიგრძნობა მდიდარი და დაბალანსებული ხავერდოვანი დაბოლოვება. სასურველია მიირთვათ მწვადთან ან ხბოს კერძებთან ერთად. ღვინო ჩამოსხმულია დამუშავებისა და ფილტრაციის გარეშე.

 

 

ქინძმარაული

ადგილწარმოშობის წითელი ნახევრადტკბილი ღვინო

 

დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისაგან. ღვინო გამოირჩევა იის ტკბილი ტონებით და წითელი კენკრის არომატით, რომელსაც სასიამოვნოდ ერთვის რბილი და დახვეწილი დაბოლოვება. სასურველია მიირთვათ დესერტთან ერთად.

ჭაჭა „ჯანიანი“

დამზადებულია საფერავის ნაქაჩი ფრაქციისა და ჭაჭის ორთქლზე სამჯერადი დისტილაციის შედეგად. ღვინო და ჭაჭა, რომლიდანაც გამოიხდება პროდუქცია არ შეიცავს SO2-ს და არანაირ მაკონსერვებელ დანამატს. ხდა წარმოებს ორთქლზე სამჯერადად. ხდის სამივე ეტაპზე ხდება თავ-ნახადი და ბოლო-ნახადის მოცილება, რაც თითქმის გამორიცხავს პროდუქტში რახების და მავნე ნივთიერებების არსებობას. (მაგ: მეთილის სპირტი და ა.შ.) ამ პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია კოქტეილებში, ხასიათდება კრისტალური გამჭვირვალობით, დახვეწილი ჭაჭის არყისთვის დამახასიათებელი არომატით. დაგემოვნებისას შეიგრძნობა სასიამოვნო სიმხურვალე, რომელიც ელეგანტურად აბალანსებს მის თბილ და ხავერდოვან დაბოლოვებას. ჩამოსხმულია 0,5 და 0,2 ლიტრიან ბოთლებში. სპირტის შემცველობა: 50%.


დაჯავშნა

გაწევრიანდით და მიიღეთ ინფორმაცია შატო მერეს სიახლეებისა და ღონისძიებების შესახებ.

მდებარეობა/მგზავრობა

შატო მერე ქ. თელავის მახლობლად, თბილისიდან დაახლოებით ერთი საათის სავალ მანძილზეა.