საკონფერენციო დარბაზი

საკონფერენციო დარბაზი

შატო მერეს საკონფერენციო დარბაზი გთავაზობთ საუკეთესო გარემოს:

 

  • ბიზნეს-შეხვედრების;
  • კონფერენციების;
  • სემინარების;
  • ტრენინგების;
  • პრეზენტაციების;
  • და სხვა ტიპის ღონისძიებების მოსაწყობად.
 

საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით - აუდიო/ვიდეო აპარატურა, პროექტორი, დაფა, უკაბელო ინტერნეტი. დარბაზში ადგილების რაოდენობა ღონისძიების მიხედვით 30-დან 100 ადამიანამდე განისაზღვრება. კომფორტული და მშვიდი სამუშაო გარემო ნებისმიერ ღონისძიებას საინტერესოს და სასიამოვნოს გახდის.

 

ჩვენი სასტუმროს ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა ერთდროულად დაგეგმოთ და განახორციელოთ თქვენი ღონისძიების ყველა ეტაპი. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ და დავაბინავოთ სტუმრები, შევთავაზოთ უგემრიელესი ლანჩი და სრულად ვიზრუნოთ მათ კომფორტზე. ყველაფერი ეს კი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მოხერხებული პირობებით.


დაჯავშნა

გაწევრიანდით და მიიღეთ ინფორმაცია შატო მერეს სიახლეებისა და ღონისძიებების შესახებ.

მდებარეობა/მგზავრობა

შატო მერე ქ. თელავის მახლობლად, თბილისიდან დაახლოებით ერთი საათის სავალ მანძილზეა.